Friday, April 2, 2010

გ რ ა ფ ი კ ა


რა არის გრაფიკა?

გრაფიკა ესაა ქაღალდზე ან მუყაოზე აღბეჭდილი გამოსახულება, რომელიც მიიღება ფანქრის, კალმის, ფუნჯის ანდა იმ დაზგის მეშვეობით, რომელიც ნახატს საგრავიურო დაფიდან ბეჭდავს.
ნახატი, აკვარელი, წიგნში მოთავსებული ილუსტრაცია, პლაკატი _ ყველაფერი ეს გრაფიკა გახლავთ.
მხატვარი გრაფიკოსები შედარებით იშვიათად ხმარობენ ფერად ფანქრებს. ისინი ხატავენ (უპირატესად ქაღალდზე) ნახშირით, კალმით, ტუშით, უბრალო ფანქრით, ნაირ-ფერი ცარცით, რომელსაც პასტელი ეწოდება. გრაფიკის ცნობილ ოსტატთა ნახატები ისევე ძვირფასია და ისევე სათუთად ინახება, როგორც ფერმწერთა ნამუშევრები.
გრაფილის მეორე სახე- აკვარელი დაახლოებით საუკუნე ნახევრის წინ ყვაოდა ინგლისში, ხოლო ევროპის დანარჩენ ნაწილში აკვარელი სრულიად უცნობი იყო. ინგლისელი აკვარელისტები ნამდვილი ვირტუოზები იყვნენ.